შენი ბაღი
ჩვენი შემოთავაზება
თბილისის ცენტრიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე გთავაზობთ დეკორატიული მცენარეების, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. აქ, სიმშვიდესა და კომფორტში, შეძლებთ თვალი გაახაროთ თითქმის 20 ჰექტარზე გაშენებული დიდი ხეების, ბონსაის, ბუჩქების თუ მრავალწლოვანი ყვავილების სხვადასხვა სახეობის და ჯიშის წარმომადგენელთა ხილვით, ასევე ისარგებლოთ ჩვენი კვალიფიციური კონსულტანტებისა და მენეჯერთა რჩევებით.
„სართი ფლორაში“ თქვენ შეძლებთ ლანდშაფტის არქიტექტორთან ვიზიტის ჩანიშვნას ან ჩვენი მეშვეობით დაუკავშირდეთ პროფესიონალს, რომელიც საქმის დიდი ცოდნით შეიმუშავებს თქვენი ბაღის კონცეფციას, შექმნის პროექტს ტექნიკურად, შემდეგ გამოთვლის ხარჯებს და შემოგთავაზებთ ხელსაყრელ ვარიანტებს. ლანდშაფტის არქიტექტორის მომსახურების მეშვეობით, ბაღის გაშენებაში ჩადებული ინვესტიცია სრულად გაამართლებს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრთა მოლოდინებს. მცენარეთა სახეობების და ჯიშების ოპტიმალური არჩევანი, სივრცისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, თავიდან აგარიდებთ არასასურველ ხარჯებს. წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნების საფუძველზე, გამოცდილი დიზაინერი დაგეხმარებათ, დააგეგმაროთ ბაღი როგორც დიდი ბიუჯეტით, ასევე შემოგთავაზებთ უფრო ეკონომიურ ვერსიას, გამოიყენებს რა უფრო ახალგაზრდა, თუმცა მაინც ხარისხიან მცენარეებს.
ათ წელზე მეტია, ჩვენ ვაკვირდებით ათასობით ხესა და ბუჩქს, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში დავრგეთ და სიხარულით გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, დაკვირვებებსა და დასკვნებს. გეტყვით, რომელი მცენარე გაიხარებს საგურამოში, რომელი – წყნეთში ან ბეთანიაში. ჩანიშნეთ შეხვედრა ბაღის დიზაინერთან: garden@sartiflora.ge
მოთხოვნის შესაბამისად შემოგთავაზებთ კომპლექსური გამწვანების სერვისს ან შევქმნით მთლიან ბაღს პროექტის მიხედვით, განათებისა და სარწყავი სისტემების ჩათვლით.
გვეწვიეთ სოციალური მედიის არხებზე, შემოგვიარეთ სართიჭალაში, სადაც ყველაზე კარგად გაიგებთ, ვინ ვართ და რისი გაზიარება შეგვიძლია თქვენთვის.
როგორ ვიყიდოთ?
დამატებითი სერვისები
გამწვანებისპროექტი
კარგ კარგ და ხარისხიან მცენარეებს,კარგი დიზაინი სჭირდება. ლამაზი ქალაქები, შენობები და ინტერიერი იქმნება იდეების შერწყმით. შემქმნელის ნამუშევარი ნაყოფით. საგულდაგულოდ შერჩეული მცენარეებით და პროფესიონალური ოსტატობით.
მეტი
ტრანსპორტირება
მცენარეების პროფესიონალური ლოგისტიკა ჩვენი პრიორიტეტია. გჭირდებათ ათ მეტრიანი ხეების, მრავალწლიანი ნარგავების ან რამდენიმე ასეული მცენარისგან შემდგარი სრული შეკვეთა?
მეტი
მებაღეობის მომსახურება
ჩვენი სერვისის განყოფილება სპეციალიზირებულია უჩვეულო და რთულ ამოცანებში, რომლებიც დაკავშირებულია გამწვანებასთან. გვაქვს დიდი ხეების დარგვის, მწვანე სახურავების მონტაჟის და ავტომატური სარწყავი სისტემების დაყენების გამოცდილება.
მეტი
სახელმძღვანელო
მცენარეებს აქვთ სპეციფიკური მოთხოვნილებები და მოთხოვნები ადგილმდებარეობასთან, განათებასთან, ტენიანობასთან, მჟავიანობასთან,ნიადაგის სტრუქტურასთან და ა.შ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია სრული წარმატებისთვის მომდევნო წლებში.
მეტი
გარანტია
ჩვენ გარანტიას ვაძლევით, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული მცენარეები იქნება შესაბამის მდგომარეობაში, იდენტურობა შეესაბამება დეკლარირებულ ჯიშს, იქნება ჯანმრთელი დაავადებებისა და საკარანტინო მავნებლობებისგან,აგრეთვე სათანადოდ იქნება ჩამოყალიბებული მცენარე როგორც მიწისზედა ნაწილში, ასევე ფესვთა სისტემაში.
მეტი
დამატებითიპროდუქტები
დეკორატიული მცენარეების ამომწურავი შეთავაზება არ არის ყველაფერი, რასაც ჩვენ გთავაზობთ. უმაღლესი ხარისხის ხეები და ბუჩქები ხშირად საჭიროებენ დანამატებს.
მეტი
კითხვები?
დაგვიკავშირდით