Skip to main content

დამატებითი სერვისები

რათა შეთავაზება იყოს კომპლექსური

თაობების განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებთ ხეებს და ბუჩქებს. ჩვენ გვჯერა, რომ უნიკალურ მცენარეებს უნიკალური მომსახურება სჭირდება. ვცდილობთ ვიზრუნოთ ურთიერთობებზე, აქედან გამომდინარე ვმდიდრდებით ცოდნით და გამოცდილებით, ამასობაში შთაგონება გვეხმარება განვითარებაში. გვსურს, რომ შესყიდვები Sarti Flora-ში იყოს ხანგრძლივი ურთიერთობის სასიამოვნო დასაწყისი. ჩვენი ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული. უძველესი ხეების წარმოება 10-30 წელი გრძელდება. საქართველოში ჩვენი ნარგავებით შექმნილი პირველი ბაღები თითქმის 20 წლისაა და კიდევ გვინდა, რომ გაგრძელდეს და განვითარდეს. ასეთი წარმატებების მისაღწევად საჭიროა მომსახურების ხარისხიანი ფორმულა: დაწყებული დიზაინიდან, დახვეწილი გაყიდვებიდან, ბაღის მოწყობის გათვალისწინებით, დამთავრებული გრძელვადიანი და ლაზათიანი მოვლთ.

ვამდიდრებთ მცენარეების შემოთავაზებას ჩვენი მომხმარებლისთვის საჭირო სერვისებითა დადამატებითი პროდუქტებით, რათა ჩვენთან შეძენვა იყოს გამწვანების პროექტის სრულყოფილი გადაწყვეტილება.

აირჩიეთ სერვისი

გამწვანებისპროექტი

ულამაზესი ქალაქები, შენობები და ინტერიერი იქმნება იდეების შერწყმით – შემქმნელის ნამუშევარის ნაყოფით, საგულდაგულოდ შერჩეული მასალებით და პროფესიონალური ოსტატობით. იგივეა გამწვანებაც. თუმცა, მცენარეები უნიკალური მასალაა: ერთადერთი დინამიური „დასარგავი ხე-ტყე“, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იცვლება. სწორედ ამიტომ ისინი განსაკუთრებით მომთხოვნი არიან დიზაინერების მიმართ. მათ სჭირდებათ გამოცდილი, ყურადღებიანი, ყოვლისმომცველი განათლებული და შემოქმედებითი სპეციალისტები. ვინც იცის, რა მოუვა დაპროექტებულ მცენარეულობას ორ, სამ და ათ წელიწადში. ვისაც ესმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების ენა და მგრძნობიარეა მოცემული სივრცის მომხმარებლების საჭიროებების მიმართ.

წლების განმალობაში ვცდილობთ თვალყური ვადევნოთ ჩვენი მცენარეების ბედს. ჩვენ გვსურს, რომ მათ შეცვალონ სივრცე წლების მანძილზე და თაობების განმავლობაში. რეგულარულად ვსტუმრობთ ხოლმე ბაღებს, საცხოვრებელ სახლებს, პარკებს და ვადასტურებთ, თუ როგორ ხარობენ ჩვენი მცენარეები მრავალი წლების შემდგომ. ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს და ვუზიარებთ ამ ცოდნას დიზაინერებს, ვეხმარებით მათ თავიდან აიცილონ შეცდომები მომავალში.

ჩვენ ვცდილობთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და გავაძლიეროთ ლანდშაფტის არქიტექტორთა საზოგადოება.

გჭირდებათ დიზაინი თანამედროვე გამწვანებისთვის საცხოვრებელ კომპლექსში, საოფისე შენობაში, ტერასაზე კორპუსში ან ქალაქგარეთ თუნდაც სოფელში?

მოხარულები ვიქნებით შემოგთავაზოთ შესაბამისი სპეციალისტი!

ტრანსპორტირება

პროფესიონალური მცენარეების ლოგისტიკა ჩვენი ბიზნესის პრიორიტეტული ნაწილია. გჭირდებათ ათ მეტრიანი ხეების, მრავალწლიანი ნარგავების ან რამდენიმე ასეული მცენარისგან შემდგარი სრული შეკვეთა? მიტანა ცათამბჯენის სახურავზე ქალაქის ცენტრში? ჩვენ ამას ვაკეთებთ! ჩვენ გვაქვს მეთოდები, რომლის წყალობითაც დელიკატური, მყიფე ნიმუშებიც კი იდეალურ მდგომარეობაში აღწევს დანიშნულების ადგილს.

ჩვენ გვყავს საკუთარი გადაზიდვის მანქანები აგრეთვე სატვირთო, რომლებსაც მართავენ გამწვანების სფეროში მომუშავე გამოცდილი მძღოლები. სეზონზე დამოკიდებული და მცენარის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვიყენებთ ტემპერატურის კონტროლირებად მანქანებს და აგრეთვე მაცივარ სატვირთო მანქანებს.

თუ გსურთ, ჩვენ გთავაზობთ გადმოტვირთვას პირდაპირ გამწვანების ადგილზე.

დეტალებისთვის დაუკავშირდით ჩვენი გაყიდვების კადრებს: hello@sartiflora.ge

მებაღეობისმომსახურება

ჩვენი სერვისის განყოფილება სპეციალიზირებულია უჩვეულო, რთულ ამოცანებში, რომლებიც დაკავშირებულია გამწვანებასთან. გვაქვს დიდი ხეების დარგვის, მწვანე სახურავების აშენების და ავტომატური სარწყავი სისტემების დაყენების გამოცდილება. ჩვენ გვყავს სპეციალიზირებულად აღჭურვილი სამშენებლო ტექნიკა მცენარეების შიდა ტრანსპორტირებისთვის, შეგვიძლია დავრგოთ ნებისმიერი ეგზემპლარი, რომელსაც ვთავაზობთ, მათ შორის ათმეტრიანი ხეები, რომლებიც იწონიან რამოდენიმე ტონას.

ჩვენს სპეციალისტებს ასევე შეუძლიათ იზრუნონ ფორმირებულ ღობეებზე, ბაღის ბონსაიზე და მოაწყონ ულამაზესი გაზონი პროფესიონალური ბალახით.

ჩვენ წარმატებით ვამონტაჟებთ მიწისქვეშა ხეების დამაგრების ინოვაციურ სისტემებს.

ზოგჯერ, ჩვენ ვასრულებთ კომპლექსურად სრულ ბაღებს, დიზაინის მიხედვით. julia@sartiflora.com

სახელმძღვანელო

მცენარეებს აქვთ სპეციფიკური მოთხოვნილებები და მოთხოვნები ადგილმდებარეობასთან, განათებასთან, ტენიანობასთან, მჟავიანობასთან,ნიადაგის სტრუქტურასთან და ა.შ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია სრული წარმატებისთვის მომდევნო წლებში.

ქოთნებში წარმოებული მცენარეები ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და მათი დარგვა შესაძლებელია გაზაფხულიდან ზამთრამდე.

ნიადაგიანი ხეები, დაცულია სპეციალიზირებული საფესვო გარეთავსით, ხელმისაწვდომია გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ვეგეტაციის სეზონის გარდა (ფოთლების გარეშე).

მცენარეებს ვრგავთ ქოთნების გარეშე. ნიადაგიან ხეებს ვრგავთ ფოლადის ბადით და ჯუთით.

მიწოდების შემდეგ მცენარეები უხვად უნდა მორწყათ და დაუყოვნებლივ დარგოთ, დაიცვათ მზის სხივებისგან და ნიავისგან.

ფესვებს ვუკეთებთ სპეციალიზირებულ დრენაჟს: წყალის ჩაგუბებას თავიდან ვიცილებთ, ამიტომ გირჩევთ დარგოთ მიწის დონიდან 10-20 სმ ზევით, ნიადაგი უნდა იყოს ახალი და კარგად დატკეპნილი, ფესვები უნდა იყოს კარგად დაფარული და მულჩირება გაკეთდეს ქერქით ან სხვა ორგანული მასალით.

ჩვენ არ გირჩევთ ნიადაგის „მულჩირებას“ ხელოვნური მასალებით: ხალიჩებით, ქსოვილებით და სხვა პლასტმასის გარსებით ან ქვებით. მცენარის ფესვებს და ნიადაგის მიკროფლორას გადარჩენისთვის სჭირდება ჟანგბადის თავისუფალი გაცვლა. დახურული და იზოლირებული ფესვების მქონე მცენარეები შესაძლოაა ვერ გაიხარებენ!

ჩვენ გირჩევთ კვალიფიციური მებაღეებისა და ლანდშაფტის არქიტექტორების მომსახურებას შესყიდვებამდე და დარგვამდე.

შემოდგომა და ზამთარი საუკეთესო დროა თქვენი ბაღის დაგეგმვის, დიზაინისა და მცენარეების დასაჯავშნად.

თუ თქვენ გებადებათ რაიმე შეკითხვები, ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ უახლესი ტექნიკური ინფორმაცია სართიჭალაში.

გარანტია

ჩვენ გარანტიას ვაძლევით, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული მცენარეები იქნება შესაბამის მდგომარეობაში, იდენტურობა შეესაბამება დეკლარირებულ ჯიშს, თავისუფალი იქნება დაავადებებისაგან,საკარანტინო მავნებლებებისგან და სათანადოდ იქნება ჩამოყალიბებული მცენარე როგორც მიწისზედა ნაწილში, ასევე ფესვთა სისტემაში.

ყველა მცენარეს აქვს სპეციფიკური მოთხოვნილებები და მოთხოვნები ადგილმდებარეობის, განათების, ტენიანობის, ნიადაგის მჟავიანობის და ა.შ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია მომდევნო წლებში სრული წარმატებისთვის.

ჩვენ ვიძლევით ოფიციალურ გრძელვადიან გარანტიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცენარის მოვლის ხელშეკრულება გაფორმებულია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მებაღეობის კომპანიასთან სრული ხელშეკრულების ხანგრძლივობის განმავლობაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ბაღის გაშენება არ არის ერთჯერადი მოქმედება, არამედ პროცესი, რომლის დასაწყისია მცენარეების შეძენა.

დამატებითიპროდუქტები

დეკორატიული მცენარეების ამომწურავი შეთავაზება არ არის ყველაფერი, რასაც ჩვენ გთავაზობთ. უმაღლესი ხარისხის ხეები და ბუჩქები ხშირად საჭიროებენ დანამატებს. როგორიცაა:

პროფესიონალური სუბსტრატები მცენარეებისთვის სხვადასხვა მოთხოვნილებებით: უშუალოდ შემოგვაქვს ტორფის სუბსტრატები, თიხა, ვამზადებთ სპეციალიზებულ სუბსტრატებს მწვანე სახურავებზე ბაღების და ყვავილოვანი ქოთნებისთვის.

ელეგანტური დეკორატიული ყვავილების ქოთნები დამზადებული ყველაზე გამძლე მასალებისგან გამოხატული არაჩვეულებრივი დიზაინით. ჩამოგვაქვს პირდაპირ საუკეთესო იტალიური და პოლონური ქარხნებიდან. ჩვენ გამოვცადეთ ისინი მრავალი ცივი ზამთრისა და მზიანი ზაფხულის თვეებში. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ფერის გამძლეობას და გარე პირობების, ზემოქმედებისა და გამოყენების ყველა ასპექტის მიმართ. ჩვენი მრავალღეროვანი სოლიტერის ბუჩქები, იაპონური ნეკერჩხალი, ბამბუკები და ხეები მათში მართლაც გამორჩეულად გამოიყურება!

ზომაზე მორგებული ფოლადის ყვავილების ქოთნები. არაჩვეულებრივი აივანი ან ტერასა, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ან რესტორნის გვერდით მჭიდრო ბაღი ის ადგილებია, სადაც ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვენი ხელნაკეთი ყვავილების ქოთნები, ხელნაკეთი შეკვეთით, ნებისმიერი ფორმისა და ზომის. გარდა ამისა, ისინი იზოლირებულია შიგნიდან გაყინვისა და გადახურებისგან, ამიტომ მცენარეთა კომპოზიციები მათში უსაფრთხოდ ვითარდება მრავალი წლის განმავლობაში. ვამზადებთ კორტენის ფოლადისგან ან სპეციალიზირებული ფხვნილით დაფარული ფოლადისგან ნებისმიერი ფერის, მაღალი სიპრიალის ან მქრალი საფარით.

კითხვები?

დაგვიკავშირდით