მცენარეების უმეტესობა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მოხმარებისას სხვადასხვა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ზემოქმედება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. როგორც წესი, მავნე ზემოქმედება ხდება ამ მცენარის დიდი რაოდენობით ფოთლების ან ნაყოფის მიღების შემდეგ. თითქმის ყველა სამკურნალო მცენარე შეიძლება (როგორც მედიკამენტები ჩვენს კარადებში) საზიანო გახდეს ჩვენთვის, თუ მათ რამდენიმე კილოგრამს შევჭამთ. საჭIროა მშვიდად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვძებნოთ ოქროს შუალედი რათა არ ჩავარდეთ პანიკაში და შევინარჩუნოთ საღი აზრი. ამისათვის საჭიროა სწორად კვება, მცენარეების სილამაზით ტკბობა და ცოდნაზე დაფუძნებული სიმშვიდის შენარჩუნება.