Skip to main content

შენი პროექტი

ჩვენი შემოთავაზება

მიზნად დავისახეთ, პროფესიონალ კლიენტებს წარვუდგინოთ მცენარეთა სრულყოფილი არჩევანი გამწვანების ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტების განსახორციელებლად. ვისწრაფით, ხარისხიანად მოვემსახუროთ და პარტნიორული ურთიერთობები განვამტკიცოთ ლანდშაფტის არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, კონტრაქტორებთან. ვცდილობთ, ჩვენი სანერგე მეურნეობა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს, რადგან გვჯერა, კმაყოფილი მომხმარებელი ყოველთვის ბრუნდება ახალი შეკვეთებისთვის.

მუდმივი პარტნიორებისთვის უზრუნველვყოფთ სასწავლო პროგრამებს, სიახლეებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომას და დამატებით მომსახურებას, რომელიც ხელს შეუწყობს მცენარეებთან ყოველდღიურ მუშაობას.

მთელი წლის მანძილზე თქვენ შეძლებთ აარჩიოთ სასურველი მცენარე ბუჩქების, ხეების, ფორმირებული მცენარეების, ბონსაის თუ სხვადასხვა სტილის ასობით სახეობიდან და ჯიშიდან, რომლებიც სხვაგან, ფაქტობრივად, არ გვხვდება.

ჩვენი მხარდაჭერით და რეკომენდაციით ხდება დიზაინერებისა და კონტრაქტორების შეხვედრა კლიენტებთან. ვიზიტის დროს თქვენ შეძლებთ გაეცნოთ გეგმით გათვალისწინებულ მცენარეებს, აარჩიოთ და დაჯავშნოთ კონკრეტული ეგზემპლარები, მოარგოთ თქვენი პროექტი ინვესტორის შესაძლებლობებს. მოთხოვნისამებრ გაგიწევთ ტექნიკურ კონსულტაციებს და დაგეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში, მცენარეებთან მუშაობის ათწლეულების გამოცდილებაზე დაყრდნობით.

საკუთარ წარმოებასთან ერთად, წარმოგიდგენთ გამორჩეულ ნიმუშებს ევროპის სხვადასხვა, წამყვანი სანერგე მეურნეობებიდან. მოთხოვნისამებს, მოვიძიებთ და ჩამოგიტანთ თუნდაც ყველაზე უნიკალურ, უმაღლესი ხარისხის მცენარეებს ნებისმიერი რაოდენობით.

გთავაზობთ პროფესიონალურ რჩევებს ინვესტიციის დაგეგმვისა და დამუშავების ეტაპზე, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას პროექტის განხორციელებისას.

გვწამს, რომ ბიზნესში ყველაზე ღირებული – ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობებია, ამიტომ მუდმივი კლიენტებისთვის ორგანიზებას ვუკეთებთ პროფესიულ ტრენინგებს, სემინარებსა და შეხვედრებს. ხელს ვუწყობთ და რეკომენდაციას ვუწევთ ლანდშაფტის გამწვანების დიზაინერებსა და კონტრაქტორებს.

გარდა მცენარეებისა, მოგაწვდით:

  • ხეების დამაგრების პროფესიონალურ სისტემებს, რომლებიც ჩვენ მიერ არის გამოცდილი, შემოწმებული და მუშაობს რთულ პირობებშიც, ასევე ბრტყელ სახურავებზე.
  • მცენარეთა პროფესიონალურ სუბსტრატებს
  • გამძლე მასალის დეკორატიულ ქოთნებს დიდი მცენარეებისთვის: პლასტმასისა (180 სმ-მდე დიამეტრით) და კორტენის ფოლადისგან დამზადებულთ. ეს უკანასკნელი მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით და იღებება თერმულად
  • საიმედო, ხარისხიან სათბურებს და ბაღის ორანჟერეებს

როგორ ვიყიდოთ?

1.
გვეწვიეთ
მოგვწერეთ და შემოგეხმიანებით ელ. ფოსტის შეკითხვებზე მთელი წლის განმავლობაში და მცენარეების სრული კოლექციის პრეზენტაციას ვანხორციელებთ მარტიდან დეკემბრამდე. სანამ გადაწყვეტილებით აირჩევთ ბუჩქებს, ხეებს ან ბონსაის თქვენი პროექტისთვის, ღირს მოსვლა, შეხება, შედარება და ხეების ალტერნატიული ჯიშებისა და პარამეტრების შემოწმება. ბაღის დიზაინერის სანერგე მეურნეობაში სამუშაო ვიზიტი კლიენტთან ერთად არის ზუსტი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და ბაღის კონცეფციის დასრულება. ბევრი ადამიანისთვის ეს არის პირველი არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი გამოცდილება: „როგორ ავირჩიეთ მცენარეები ჩვენი ახალი ბაღნარისთვის“.
2.
აირჩიეთ
თქვენ შეგიძლიათ პირადად შეარჩიოთ და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი მცენარეები სართიჭალაში ან მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე თქვენ შეკვეთასთან დაკავშირებით. ბაღების შექმნისას გირჩევთ დაუკავშირდეთ პროფესიონალ მებაღეს ან ლანდშაფტის არქიტექტორს. მაშინ შესაბამიში მცენარეები შესაბამის ადგილებში იქნება დაგეგმილი და თავიდან აიცილებთ ძვირადღირებულ წარუმატებლობებს და შესწორებებს. თითოეულ სახეობას აქვს თავისი მოთხოვნები და ყველა მცენარე არ შეიძლება გაიზარდოს ნებისმიერ ადგილას ბაღში. ღირს ისარგებლოთ იმ ადამიანების ცოდნით, რომლებმაც იციან, რომელი მცენარეები განვითარდება იდეალურად მითითებულ ადგილას, რაც ყოველწლიურად უფრო მეტ ბედნიერებას მოგანიჭებთ.
3.
შეკვეთის წამოღება
თქვენ შეგიძლიათ წაიღოთ თქვენს მიერ შერჩეული მცენარეები იმავე დღეს, ან დაჯავშნოთ რამოდენიმე დღით ან გვთხოვოთ მიტანა პირდაპირ თქვენს ბაღში, ნებისმიერ თქვენს მიერ არჩეულ დღეს. ვაგზავნით შეკვეთებს სრული საქართველოს მასშტაბით და საზღვარგარეთაც. გჭირდებათ შეკვეთილი მცენარეების გადმოტვირთვა, შემოტანა ან დარგვა? მოგვწერეთ ან დარეკეთ!

დამატებითი სერვისები

გამწვანებისპროექტი

კარგ მასალებს კარგი დიზაინი სჭირდება. ხარისხიან მასალებს კარგი დიზაინი სჭირდება. ლამაზი ქალაქები, შენობები და ინტერიერი იქმნება იდეების შერწყმით - შემქმნელის ნამუშევარი ნაყოფით- საგულდაგულოდ შერჩეული მასალებით და პროფესიონალური ოსტატობით.

მეტი

ტრანსპორტირება

მცენარეების პროფესიონალური ლოგისტიკა ჩვენი პრიორიტეტია. გჭირდებათ ათ მეტრიანი ხეების, მრავალწლიანი ნარგავების ან რამდენიმე ასეული მცენარისგან შემდგარი სრული შეკვეთა?

მეტი

მებაღეობის მომსახურება

ჩვენი სერვისის განყოფილება სპეციალიზირებულია უჩვეულო, რთულ ამოცანებში, რომლებიც დაკავშირებულია გამწვანებასთან. გვაქვს დიდი ხეების დარგვის, მწვანე სახურავების მონტაჟის და ავტომატური სარწყავი სისტემების დაყენების გამოცდილება.

მეტი

სახელმძღვანელო

მცენარეებს აქვთ სპეციფიკური მოთხოვნილებები და მოთხოვნები ადგილმდებარეობასთან, განათებასთან, ტენიანობასთან, მჟავიანობასთან და ნიადაგის სტრუქტურასთან და ა.შ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია სრული წარმატებისთვის მომდევნო წლებში.

მეტი

გარანტია

ჩვენ გარანტიას ვაძლევით, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული მცენარეები იქნება შესაბამის მდგომარეობაში, იდენტურობა შეესაბამება დეკლარირებულ ჯიშს, თავისუფალი იქნება დაავადებებისა და საკარანტინო მავნებლობებისგან და სათანადოდ იქნება ჩამოყალიბებული მცენარე როგორც მიწისზედა ნაწილში, ასევე ფესვთა სისტემაში.

მეტი

დამატებითიპროდუქტები

დეკორატიული მცენარეების ამომწურავი შეთავაზება არ არის ყველაფერი, რასაც ჩვენ გთავაზობთ. უმაღლესი ხარისხის ხეები და ბუჩქები ხშირად საჭიროებენ დანამატებს.

მეტი

კითხვები?

დაგვიკავშირდით