Skip to main content

მყარად გადგმული ფესვებიყველაფრის საფუძველია

ჩვენ სფეროში მყარი ფესვები ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ქართული კომპანია, რომელიც ფუნდამენტალურად ეყრდნობა გრაბჩევსკების საოჯახო კომპანიის (grabczewscy.com) მდიდარ გამოცდილებასა და ცოდნას.

კომპანია რომელიც უწყვეტად აწარმოებს 1936 წლიდან ორნამენტულ მცენარეებს პოლონეთში, ვარშავასთან ახლოს.

2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი მცენარეების იმპორტს პოლონეთიდან საქართველოში შერჩეული პროექტებისთვის, მათ შორის: თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ბაღები, თუნდაც ბათუმის და თბილისის ბოტანიკური ბაღების კოლექციის გასამდიდრებლად. საქართველოში დეკორატიული მცენარეების წარმოების დაწყების გადაწყვეტილებაც ბუნებრივად ჩამოყალიბდა.

2014 წელს სართიჭალაში დავიწყეთ სანერგე მეურნეობის გაშენება სახელწოდებით აგრომაქს დეკორი (Agromax Décor)

 2023 წლის შუა რიცხვებიდან ჩვენ შევცვალეთ კომპანიის სახელი სართი ფლორა-ზე (SARTI FLORA).დღესდღეობით ჩვენ ვაწარმოებთ ხეებს, ბუჩქებს და გამწვანებულ მრავალწლოვან ნარგავებს,ვაპროექტებთ და ვაშენებთ ბაღებს, ბაღნარებს, პარკებს და გამწვანებულ სახურავებს. ჩვენ ეფექტურად ვნერგავთ გამწვანებას რთულ და უჩვეულო ადგილებში.

დიდი ხე - დიდი გეგმებისთვისშეთავაზება ჩვენგან

ჩვენი შემოთავაზება

ინდივიდუალური კლიენტებისთვის

თბილისის ცენტრიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე გთავაზობთ დეკორატიული მცენარეების, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. აქ, სიმშვიდესა და კომფორტში, შეძლებთ თვალი გაახაროთ თითქმის 20 ჰექტარზე გაშენებული დიდი ხეების, ბონზაის, ბუჩქების თუ მრავალწლოვანი ყვავილების სხვადასხვა სახეობის და ჯიშის წარმომადგენელთა ხილვით, ასევე ისარგებლოთ ჩვენი კვალიფიციური კონსულტანტებისა და მენეჯერთა რჩევებით.

დიზაინერებისთვის და მებაღეებისთვის

მიზნად დავისახეთ, პროფესიონალ კლიენტებს წარვუდგინოთ მცენარეთა სრულყოფილი არჩევანი გამწვანების ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტების განსახორციელებლად. ვისწრაფით, ხარისხიანად მოვემსახუროთ და პარტნიორული ურთიერთობები განვამტკიცოთ ლანდშაფტის არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, კონტრაქტორებთან. ვცდილობთ, ჩვენი სანერგე მეურნეობა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს, რადგან გვჯერა, კმაყოფილი მომხმარებელი ყოველთვის ბრუნდება ახალი შეკვეთებისთვის. მუდმივი პარტნიორებისთვის უზრუნველვყოფთ სასწავლო პროგრამებს, სიახლეებზე წვდომას და დამატებით მომსახურებას, რომელიც ხელს შეუწყობს მცენარეებთან ყოველდღიურ მუშაობას.

კორპორატიული კლიენტისთვის

ჩვენ ვაწარმოებთ ხეებს, ბუჩქებს და მრავალწლიან ნარგავებს, რომლებიც შემოწმებულია საზოგადოებრივ გამწვანებულ ადგილებში ათობით ქალაქში, უბანში, რაიონში და საცხოვრებელ სახლებში. მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს ეფექტის მაქსიმალიზაციას დარგვისთანავე, მცენარეების გამოყენებით, რომლებიც გამძლეა ექსტრემალური ურბანული კლიმატური პირობების მიმართ და მომავალში საჭიროებენ მინიმალურ მოვლას.

დამატებითი სერვისები

გამწვანებისპროექტი

კარგ და ხარისხიან მასალებს კარგი დიზაინი სჭირდება. ლამაზი ქალაქები, შენობები და ინტერიერი იქმნება იდეების შერწყმით, - შემქმნელის ნამუშევარი ნაყოფით,- საგულდაგულოდ შერჩეული მასალებით და პროფესიონალური ოსტატობით.

მეტი

ტრანსპორტირება

მცენარეების პროფესიონალური ლოგისტიკა ჩვენი პრიორიტეტია. გჭირდებათ ათ მეტრიანი ხეების, მრავალწლიანი ნარგავების ან რამდენიმე ასეული მცენარისგან შემდგარი სრული შეკვეთა?

მეტი

მებაღეობის მომსახურება

ჩვენი სერვისის განყოფილება სპეციალიზირებულია უჩვეულო და რთულ ამოცანებში, რომლებიც დაკავშირებულია გამწვანებასთან. გვაქვს დიდი ხეების დარგვის, მწვანე სახურავების მონტაჟის და ავტომატური სარწყავი სისტემების დაყენების გამოცდილება.

მეტი

სახელმძღვანელო

მცენარეებს აქვთ სპეციფიკური მოთხოვნილებები და მოთხოვნები ადგილმდებარეობასთან, განათებასთან, ტენიანობასთან, მჟავიანობასთან,ნიადაგის სტრუქტურასთან და ა.შ. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია სრული წარმატებისთვის მომდევნო წლებში.

მეტი

გარანტია

ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული მცენარეები იქნება შესაბამის მდგომარეობაში, იდენტურობა შეესაბამება დეკლარირებულ ჯიშს,იქნება ჯანმრთელი დაავადებებისა,საკარანტინო მავნებლებისგან და იქნება სათანადოდ ჩამოყალიბებული მცენარე,როგორც მიწისზედა ნაწილში, ასევე ფესვთა სისტემაში.

მეტი

დამატებითიპროდუქტები

დეკორატიული მცენარეების ამომწურავი შეთავაზება არ არის ყველაფერი, რასაც ჩვენ გთავაზობთ. უმაღლესი ხარისხის ხეები და ბუჩქები ხშირად საჭიროებენ დანამატებს.

მეტი

ამ სეზონის არჩევანი

ჩვენი ბესტსელერი

ხეები

  • klon czerwony
    acer rubrum
  • miłorząb dwuklapowy
    ginkgo biloba
  • ambrowiec amerykański
    liquidambar styraciflua
  • platan klonolistny
    platanus acerifolia
  • wiśnia piłkowana Kanzan
    prunus serrulata Kanzan
  • dąb warea Regal Prince
    quercus warei Regal Prince
  • jarząb Dodong
    sorbus Dodong

ბუჩქები

  • świdośliwa
    amelanchier
  • dereń biały
    cornus alba
  • irga Dammera
    cotoneaster dammeri
  • forsycja
    forsythia
  • hortensja bukietowa
    hydrangea paniculata
  • lilak
    syringa
  • cis pospolity
    taxus baccata

მრავალწლიანი ნარგავები

  • jeżówka purpurowa
    echinacea purpurea
  • geranium
    geranium
  • piwonia
    paeonia
  • perowskia łobodolistna
    perovskia atriplicifolia
  • miodunka
    pulmonaria
  • rudbekia błyskotliwa
    rudbeckie fulgida
  • rozchodnik karpacki
    sedum telephium

მთამსვლელები და მიწის საფარის მცენარეები

  • powojnik
    clematis
  • irga
    cotoneaster
  • bluszcz pospolity
    hedera helix
  • hortensja pnąca
    hytrangea petiolaris
  • runianka japońska
    pachysandra terminalis
  • winobluszcz trójklapowy
    parthenocisus
  • śnieguliczka Chenaulta
    symphoricarpos chenaultii

ეს ჩვენი შეთავაზების მხოლოდ მცირე ნაწილია!
დანარჩენზე გვკითხეთ:

ჩვენ გირჩევთ

რა ვაკეთოთ

ჩვენი საზოგადოება

შემოუერთდით ხალისით