Skip to main content

მყარი ფესვებიეს არის მთავარი

1936
2000
2014
2023

მყარი ფესვები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში. ჩვენ ვართ ქართული კომპანია, რომელიც აგებულია გრაბჩევსეკიბის(Grąbczewscy) ოჯახის კომპანიის გამოცდილებისა და ცოდნის მყარ ბაზაზე, რომელიც უწყვეტად აწარმოებს ორნამენტულ მცენარეებს ვარშავასთან ახლოს (პოლონეთი) 1936 წლიდან. პოლონეთი იყო ერთადერთი სოციალისტური ქვეყანა, რომელშიც, სრული კომუნისტური ეკონომიკის დანერგვის მცდელობის მიუხედავად, კერძო მებაღეობის სანერგე მეურნეობები, მათ შორის რამდენიმე კერძო სანერგე მეურნეობა, გადარჩა.

2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი მცენარეების იმპორტს პოლონეთიდან საქართველოში შერჩეული პროექტებისთვის, მათ შორის: თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ბაღები, ან ბათუმსა და თბილისში ბოტანიკური ბაღების კოლექციის გამდიდრება. საქართველოში დეკორატიული მცენარეების წარმოების დაწყების გადაწყვეტილება ბუნებრივად ჩამოყალიბდა. 2014 წელს სართიჭალაში დავიწყეთ სანერგე მეურნეობის გაშენება სახელწოდებით Agromax Decor.

თავდაპირველად, ჩვენი პირველი მცენარეები საქართველოს სტუმართმოყვარე და ნაყოფიერ ნიადაგზე გავაშენეთ, შემდეგ წლებში კი ასორტიმენტი გავაფართოვეთ ქოთანში ნახარები მცენარეებით, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ვუკეთებთ რეალიზაციას. ჩვენი მთავარი წარმატებაა საქმისადმი ერთგული თანამშრომლების შესანიშნავი გუნდის შეკვრა, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მცენარეთა სხვადასხვა სახეობაზე და უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩეს. მან კი თავის სამეგობროსაც ურჩიოს ჩვენთან თანამშრომლობა.

ამჟამად ჩვენ გთავაზობთ ალბათ ყველაზე ფართო ასორტიმენტს საქართველოში, ხეების, ბუჩქების,მრავალწლიანი ნარგავების, ვარდების, ვაზისა და ბაღნართან დაკავშირებული სხვა და სხვა მცენარეულობას.

ჩვენ ვაპროექტებთ და ვახორციელებთ ბაღნარებს,პარკებს, ვასრულებთ საქართველოში ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლების კომპლექსურ შეკვეთებს.

2023 წელს ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი შოურუმი სართიჭალაში, სადაც შეგიძლიათ ლაზათიანად აირჩიოთ მცენარეები თქვენი ოცნების პროექტისთვის.

ჩვენს არჩევანში 2000-ზე მეტი მცენარის სახეობის ხილვა შეგიძლიათ.

საუკეთესო პირობებში, გამოცდილი სპეციალისტების პროფესიონალური მხარდაჭერით, შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენი საყვარელი ხე, ბონსაი, ან მიმართოთ რჩევით ლანდშაფტის არქიტექტორს. 2023 წელს ჩვენ შევცვალეთ სახელი SARTI FLORA-ზე

ყოველდღიურად ვცდილობთ გავავრცელოთ მებაღეობის კულტურა, ვიზრუნოთ სივრცეზე და დავაკვალიანოთ ხალხი, რომ ლანდშაფტის შეცვლა შეიძლება უფრო ჯანსაღად, მწვანედ, სასიამოვნოდ და ადვილიდ  ჩვენი მეშვეობით.

ყოველწლიურად ჩვენ ვამატებთ წარმოებაში რამდენიმე ათეული ახალი სახეობის ნარგავებს და ორნამენტული მცენარეების ჯიშებს. მათ შორის, ქართულ ბაღნარებში.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მცენარეების მეშვეობით ადამიანები ცხოვრობენ უფრო ჯანსაღად,ლამაზად და უფრო ხშირად იღიმებიან!

title

subtitle

არაჩვეულებრივი არჩევანი

ჩვენ თავად გამოგვყავს უმაღლესი ხარისხის დეკორატიული მცენარეები სართიჭალის სანერგე მეურნეობაში და წარმოგიდგენთ ასორტიმენტს,მრავალწლოვანი ყვავილებიდან დაწყებული, დიდი, ზრდასრული ხეებით დამთავრებული,რომელსაც სხვა მომწოდებლებთან ვერ ნახავთ. ყოველ წელს გთავაზობთ ჩვენს კლიმატთან შეგუებულ ახალ სახეობებს და ჯიშებს თუნდაც ყველაზე მიუდგომელ და რთულ ადგილებში გაშენებულ ბაღში დასარგავად. ვცდილობთ, მცენარემ დარგვისთანავე იქონიოს სასურველი ეფექტი, მივაწოდოთ მომხმარებელს უკვე დიდი, ჩამოყალიბებული და კარგად ფორმირებული მცანარეები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ფესვთა სისტემას, რათა ადვილად გაიზარდოს ახალ ნიადაგში, მაშინვე გაიხარონ და გაახარონ ახალი მფლობელები. კლიენტებს ვემსახურებით საქართველოს ყველა რეგიონიდან და ეს გამოცდილება უფლებას გვაძლევს, სრული პასუხისმგებლობით ვურჩიოთ მომხმარებელს კონკრეტულ ადგილზე მდებარე მიწის ნაკვეთის შესაბამისი მცენარე.

ვემსახურებით ყველაზე მომთხოვნ კერძო ინვესტორებს, დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, მუნიციპალიტეტებს, ქალაქებს. ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ არქიტექტორებთან, ლანდშაფტის დიზაინერებსა და მებაღეობის კომპანიებთან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მცენარეთა გაყიდვით. ჩვენ კომპლექსურად ვაგვარებთ გამწვანების საკითხებს: შემკვეთთა სურვილებისამებრ ვმუშაობთ დიზაინზე, ვითვალისწინებთ რა არქიტექტურის თავისებურებებს, ბაღის მომხმარებელთა ცხოვრების სტილსა და ბიუჯეტს. ასევე ვქმნით სარწყავ სისტემებს, სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით ვახორციელებთ მცენარეთა მიწოდებას, დარგვას და მოვლას.

ცოცხალი მცენარეების გარდა, ასევე გთავაზობთ სხვა მოთხოვნად აქსესუარებს, ხეთა მიწისქვეშა გამაგრების სისტემებს, მყარი მასალით ნაკეთებ ელეგანტურ ქოთნებს დეკორატიული ყვავილებისთვის და ა.შ.

მოვიძიებთ, ვტესტავთ და ვნერგავთ გარემოში ათობით სახეობასა და ჯიშს, რომლებიც ახალ კლიმატს უკეთ ეგუებიან და ნაკლებად საჭიროებენ შეწამვლას ქიმიური ნივთიერებებით.

უფრო და უფრო ნაკლებად ვიყენებთ ხელოვნურ სასუქებს, მით უმეტეს, თუ ისინი გარემოში მიკროპლასტიკის ნარჩენებს ტოვებს. ვართ ტოლერანტულები განსხვავებული თემების მიმართ. ჩვენთან დასაქმებულნი არიან სხვადასხვა კუთხის, კულტურის თუ რელიგიის წარმომადგენლები და ეს ჩვენი უპირატესობაა. პროფესიული განვითარების უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად კი კვალიფიკაციას, მიზანდასახულობას და სრულყოფისკენ სწრაფვას მივიჩნევთ.

გაეცანით ჩვენს შეთავაზებას

ინდივიდუალური კლიენტებისთვის

თბილისის ცენტრიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე გთავაზობთ დეკორატიული მცენარეების, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. აქ, სიმშვიდესა და კომფორტში, შეძლებთ თვალი გაახაროთ თითქმის 20 ჰექტარზე გაშენებული დიდი ხეების, ბონზაის, ბუჩქების თუ მრავალწლოვანი ყვავილების სხვადასხვა სახეობის და ჯიშის წარმომადგენელთა ხილვით, ასევე ისარგებლოთ ჩვენი კვალიფიციური კონსულტანტებისა და მენეჯერთა რჩევებით.

დიზაინერებისთვის და მებაღეებისთვის

მიზნად დავისახეთ, პროფესიონალ კლიენტებს წარვუდგინოთ მცენარეთა სრულყოფილი არჩევანი გამწვანების ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტების განსახორციელებლად. ვისწრაფით, ხარისხიანად მოვემსახუროთ და პარტნიორული ურთიერთობები განვამტკიცოთ ლანდშაფტის არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, კონტრაქტორებთან. ვცდილობთ, ჩვენი სანერგე მეურნეობა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს, რადგან გვჯერა, კმაყოფილი მომხმარებელი ყოველთვის ბრუნდება ახალი შეკვეთებისთვის. მუდმივი პარტნიორებისთვის უზრუნველვყოფთ სასწავლო პროგრამებს, სიახლეებზე წვდომას და დამატებით მომსახურებას, რომელიც ხელს შეუწყობს მცენარეებთან ყოველდღიურ მუშაობას.

კორპორატიული კლიენტისთვის

ჩვენ ვაწარმოებთ ხეებს, ბუჩქებს და მრავალწლიან ნარგავებს, რომლებიც შემოწმებულია საზოგადოებრივ გამწვანებულ ადგილებში ათობით ქალაქში, უბანში, რაიონში და საცხოვრებელ სახლებში. მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს ეფექტის მაქსიმალიზაციას დარგვისთანავე, მცენარეების გამოყენებით, რომლებიც გამძლეა ექსტრემალური ურბანული კლიმატური პირობების მიმართ და მომავალში საჭიროებენ მინიმალურ მოვლას.